საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 184. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

თემები:გადადგომა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).

2.მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.

3.მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან მოსამართლეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით). 2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება. 3. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან მოსამართლეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    184-ე მუხლის პირველ ნაწილში თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართავს პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი; „საკმაო“ საფუძველი შეიცვალა „საკმარისით“.

  2. 184-ე მუხლის პირველ პუნქტში შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტთა წრიდან ამოღებულია მომკვლევი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2527942420316016115942315213948184
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…