საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 189². ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ დადგენილება გამოაქვს პროკურორს, რის თაობაზედაც ეცნობება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

2.საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; დადგენილების შემდგენი პირის თანამდებობა და გვარი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.

3.საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ დადგენილება გამოაქვს პროკურორს, რის თაობაზედაც ეცნობება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. 2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; დადგენილების შემდგენი პირის თანამდებობა და გვარი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი. 3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №83 · ძალაშია 18 აპრ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 18 აპრ. 2008 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1020⁶20¹⁶20¹16416516351092320189²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეთა…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეობ…უცხოელთა და მოქალაქეობ…