საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 208¹. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის არაიდენტიფიცირებული პირის პასუხისგებაში მიცემის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, ხოლო დამრღვევი პირი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება, სასამართლოს მანდატური ადგენს ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ოქმში აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალის ფერი, სხვა გარეგნული თავისებურებანი და სხვა ნიშანი), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება, ამასთანავე, ოქმში აღნიშვნით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას. აღნიშნული ოქმი და დამრღვევის ფოტოსურათი დაერთვის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებას.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება ან/და დაპატიმრება, განკარგულება აღსრულდება დაუყოვნებლივ, ხოლო დაჯარიმების შემთხვევაში განკარგულება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ოქმთან და დამრღვევი პირის ფოტოსურათთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირის იდენტიფიცირების მიზნით და აღსასრულებლად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, ხოლო დამრღვევი პირი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება, სასამართლოს მანდატური ადგენს ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ოქმში აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალის ფერი, სხვა გარეგნული თავისებურებანი და სხვა ნიშანი), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება, ამასთანავე, ოქმში აღნიშვნით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას. აღნიშნული ოქმი და დამრღვევის ფოტოსურათი დაერთვის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებას. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება ან/და დაპატიმრება, განკარგულება აღსრულდება დაუყოვნებლივ, ხოლო დაჯარიმების შემთხვევაში განკარგულება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ოქმთან და დამრღვევი პირის ფოტოსურათთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირის იდენტიფიცირების მიზნით და აღსასრულებლად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №70 · ძალაშია 26 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 26 იან. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 იან. 2007

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90¹¹19312¹21228928832179851952015208¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…პოლიციის შესახებ