Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 179

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 179. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:კრიპტო დავებიფულის გათეთრებისა და კლიენტის იდენტიფიკაციაკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს, რომელშიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს პირის ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ტარდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ ტარდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული ადვოკატის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

3.არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით ინიშნება სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი, სხვა ბიომეტრული მონაცემები და უნდა განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4.გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

5.თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ვალდებული არიან ამ გარემოებას 48 საათის განმავლობაში შეუსაბამონ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

6.არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ განაჩენის დადგენამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გატარებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.

7.თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოებები იწვევს შებრუნებას საუარესოდ. საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს, რომელშიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს პირის ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ტარდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ ტარდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული ადვოკატის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო. 3. არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით ინიშნება სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი, სხვა ბიომეტრული მონაცემები და უნდა განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია. 4. გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად). 5. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ვალდებული არიან ამ გარემოებას 48 საათის განმავლობაში შეუსაბამონ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. 6. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ განაჩენის დადგენამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გატარებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის. 7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოებები იწვევს შებრუნებას საუარესოდ. საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 29 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 178შემდეგი მუხლი 180

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იდენტობის მოპარვა / თაღლითობა (მუხლი 180)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავა კრიპტოვალუტის თაღლითობის საქმეებზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 118¹პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა
  • 135ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებანი
  • 169პირის ბრალდებულად ცნობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 312¹ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 15პირის იდენტიფიკაცია

პოლიციის შესახებ

  • 20პირის იდენტიფიკაცია

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 50პროცესში საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა
  • 53ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6¹ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 19არაიდენტიფიცირებული პირისათვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107¹იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 7უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107¹6¹19312¹118¹135169720505315179
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…იურიდიული დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026