Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 312¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 312¹. ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:სამართალდარღვევის საქმისწარმოება და დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე უარს აცხადებს ანდა მისი იდენტიფიცირება ფიზიკური დარღვევის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირი შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც აღიწერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ყველა გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ამ ოქმს დაერთვის შესაბამისი ფოტოსურათი). ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით შეიძლება მიენიჭოს პირობითი სახელი, შედგენილი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების (ასოების) ისეთი კომბინაციით, რომელიც, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელს გახდის მის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. აღნიშნული პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით მოცემულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი მოქმედება, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, ხორციელდება დაუბრკოლებლად, სრული მოცულობით. ამასთან, არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოება ხორციელდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით.

3.არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (ქალაქის) სასამართლოს ბრძანებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის და გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

5.არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 155-ე−155 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და 3 თვემდე ვადით შენახვა. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.

6.თუ არაიდენტიფიცირებული პირი 3 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას, განხორციელდება დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის (საგნის) კონფისკაცია ან რეალიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით იმ ფარგლებში, რაც საკმარისია დაკისრებული ჯარიმის ოდენობისათვის, ხოლო დარჩენილი საქონელი უბრუნდება მფლობელს.

7.თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, საქმის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია 72 საათის განმავლობაში ამ გარემოებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და გადასინჯოს საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ.

8.არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოადგენს ამავე ნაწილით გათვალისწინებული წესით კონფისკებული ან რეალიზებული საქონლის (საგნის) დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383 საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №839 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი XXXII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2080 – სსმ I, №9, 16.04.2003წ., მუხ.53 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივლ. 2025
წინა მუხლი 312შემდეგი მუხლი 313

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ (მუხლი 312¹)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-03
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 155²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 240ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი
  • 244ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები
  • 266ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 179სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43²ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 55ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 5¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
  • 7¹საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 26²სამართალწარმოება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 94სამართალწარმოება ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²155²24024426617955475¹7¹43²2694312¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ფულის გათეთრებისა და ტ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს გარემოს და…სახელმწიფო აუდიტის სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026