Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 218

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 218. სასამართლო ხარჯების გადახდევინება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი →
თემები:აუდიტისამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.სასამართლო ხარჯები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.მსჯავრდებულისა და პროცესის სხვა მონაწილეთა სახსრებიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება საგამოძიებო აპარატის, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების, პროკურორის, სასამართლოს, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების, წინასწარი პატიმრობის ადგილის შესანახი, თარჯიმნის შრომის ანაზღაურების ხარჯები, თუ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ საჭიროდ ცნო მათი მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

3.217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სასამართლომ შეიძლება დააკისროს მსჯავრდებულს და მიღებული თანხები ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანდა გადაუხადოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით, ხოლო 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სასამართლო ხარჯები სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას აუნაზღაურდება ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ამ კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

4.სასამართლოში საქმის გაგზავნისას გამომძიებელი ადგენს ცნობას წინასწარი გამოძიების ხარჯების შესახებ, რომლის უტყუარობაც მოწმდება სასამართლო სხდომაზე. თუ საქმე შეწყდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის საქმის გამო გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5.სასამართლო ხარჯების თანხას განსაზღვრავენ აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები.

6.სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ვალაუვალობის (გადახდისუუნარობის), შრომისუუნარობის ან ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

7.წინასწარი გამოძიების დროს, აგრეთვე განსასჯელის გამართლების ან სარეაბილიტაციო საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ხარჯების გადახდა არ ხდება.

8.რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს სასამართლო ხარჯები გადახდება თითოეულ მათგანს წილობრივად – ბრალის ხარისხის, დანიშნული სასჯელის სიმკაცრისა და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. გადახდევინებისას სოლიდარული პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია.

9.მხარეთა შერიგების გამო კერძო ბრალდების საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს სასამართლო ხარჯები დააკისროს ორსავე ან ერთ-ერთ მხარეს.

10.გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

11.მსჯავრდებულისაგან გადახდევინებას მიკუთვნებული სასამართლო ხარჯების საერთო თანხა უნდა შემცირდეს ხარჯების იმ ოდენობით, რომელიც გამოიწვია გამოძიების დაყოვნებამ, არასაჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ, დამატებითი გამოძიებისათვის ან ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებამ, სასამართლო შეცდომების გამოვლენამ და გამოსწორებამ.

12.სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს, ხოლო მისი უარყოფის შემთხვევაში – სამოქალაქო მოსარჩელეს.

13.პროცესის ყველა მონაწილეს, მსჯავრდებულის, დამცველის, ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო ადგილას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი (მათ შორის – პრემია, დანამატი და ანაზღაურება შეთავსებითი სამუშაოსათვის) წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მათ მონაწილეობაზე დახარჯული მთელი დროის განმავლობაში. თუ არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ადმინისტრაცია უარს ამბობს პროცესის მონაწილისათვის საშუალო ხელფასის გადახდაზე, მაშინ გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14.სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 თავი XXVIII რეაბილიტაცია და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
  2. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
  3. 16 დეკ. 2004
  4. 14 მაი. 1999
წინა მუხლი 217შემდეგი მუხლი 219

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო ბუღალტერია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავა ხარჯების გადაჭარბებაზე სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2018-12-14 · №103

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2006-05-15
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 104მუხლი 217

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 91საპროცესო ხარჯების გადახდევინება
  • 90საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 46სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება
  • 55სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
  • 53სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 10პროცესის ხარჯების ანაზღაურება
  • 11საპროცესო ხარჯების განაწილება საქმის მორიგებით დამთავრებისას

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 259თანხა, რომელიც აუნაზღაურდება დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტსა და თარჯიმანს

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 39აღსრულების ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 388სასამართლო ხარჯების დაფარვის პრიორიტეტი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 16საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 19სამართლებრივ დახმარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16191011392594655533881042179190218
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…