საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 104. პროცესის მონაწილისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2.სპეციალური საექსპერტო დაწესებულება (ექსპერტი), სპეციალისტი (შესაბამისი დაწესებულება, სადაც სპეციალისტი მუშაობს) და თარჯიმანი იღებენ გასამრჯელოს თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის და კომპენსაციას იმ დანახარჯებისათვის, რომლებიც მათ გასწიეს ამ მოვალეობათა შესასრულებლად.

3.გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტიზისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XIV სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეჭვმიტანილად (თუ იგი დაკავებული არ არის), ბრალდებულად (თუ იგი დაპატიმრებული არ არის), დაზარალებულად ან მის წარმომადგენლად, მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, დამსწრედ გამოძახებულ პირს უნარჩუნდება საშუალო ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც მან მოახმარა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებას. თუ პირი არ არის მუშა ან მოსამსახურე (გარდა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისა), მას ეძლევა გასამრჯელო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან მოცდენისათვის. გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 2. სპეციალური საექსპერტო დაწესებულება (ექსპერტი), სპეციალისტი (შესაბამისი დაწესებულება, სადაც სპეციალისტი მუშაობს) და თარჯიმანი იღებენ გასამრჯელოს თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის და კომპენსაციას იმ დანახარჯებისათვის, რომლებიც მათ გასწიეს ამ მოვალეობათა შესასრულებლად. 3. გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტიზისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XIV სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    104-ე მუხლში საშუალო ხელფასის შენარჩუნების წესიდან ამოღებულია მომკვლევთან გამოძახების მითითება.

  2. 104-ე მუხლის მე-2 ნაწილში გასამრჯელოს მიმღებად დასახელდა საექსპერტო დაწესებულება და დაემატა დანახარჯების კომპენსაცია; მე-3 ნაწილში ანაზღაურება გაიყო სახელმწიფო და კერძო საექსპერტო დაწესებულებების მიხედვით.

  3. 104-ე მუხლში გასამრჯელოს მიღების წესიდან ეჭვმიტანილი და ბრალდებული გამოირიცხა, ხოლო შემდეგი თავის სათაურს დაემატა პროცესის მონაწილეთა დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
162425945444721890917122856104
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…