Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ბაჟის შესახებმუხლი 5

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში

რედაქცია №110 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან; ბ) მოსარჩელენი − სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო უფლებიდან, აგრეთვე აღმოჩენაზე, გამოგონებაზე, რაციონალიზატორულ წინადადებასა და დიზაინზე უფლებებიდან; გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ; დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან; ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით; ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის შესახებ; ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ; თ ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე ; თ 1 ) მოსარჩელე − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელზე; ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ; კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას; ლ ) საგადასახადო ორგანო / საბაჟო ორგანო – ყველა საქმეზე ; სახელმწიფო საფინანსო - საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები , – მოსაკრებლების , სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ სარჩელებზე , აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე ; მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე; მ 1 ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; მ 2 ) მოსარჩელენი − „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლნი იმავე კანონით გათვალისწინებულ მოძალადეთა წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე; ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ; ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად; პ) იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე; ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე და გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, აგრეთვე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო − გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე; რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს; ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე; ს 1 ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე; ს 2 ) (ამოღებულია - 13.05.2025, №563); ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ უ ) დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ; უ 1 ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე; ფ ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები , საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე . ქ ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე . ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი − ყველა სარჩელზე; ღ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო – ყველა სარჩელზე; ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მიკრობანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, მზღვეველები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის, მზღვეველებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის – საკრედიტო კავშირებისთვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნების თაობაზე აღძრულ ყველა სარჩელზე; შ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ; ჩ ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე . ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე. ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე; [ ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელზე საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ძ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელებზე „კონკურენციის შესახებ“, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების დარღვევის თაობაზე; წ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე; ჭ) საქართველოს კულტურის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობისას; ჯ) გაერთიანე ბული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით; ჰ 1) განმცხადებელი, რომელიც ითხოვს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებას. ჰ 2 ) მხარეები − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 22 თავით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადებასა და საჩივარზე; [ ჰ 3 ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომ − საბჭო), როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, − საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ჰ ​ 4 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.

2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

3.(ამოღებულია).

4.(ამოღებულია).

5.სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

6.(ამოღებულია).

7.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

8.სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა სახელმწიფოებიდან შემდეგი დოკუმენტების გამოთხოვისას: ა) გარდაცვალების მოწმობა; ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; გ) ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებები; დ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი; ე) დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.

9.საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვს საერთაშორისო დაცვას. საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1461-პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.13 საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1602-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.16 საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2367-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.215 საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №996-სსმI, №22, 06.07.2001წ., მუხ.87 საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1083-სსმI, №28, 15.10.2001წ., მუხ.114 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1121-სსმI, №32, 07.11.2001წ., მუხ.128 საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1456-სსმI, №15, 03.06.2002წ., მუხ.62 საქართველოს2002 წლის 5 დეკემბრის კანონი №1826-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.161 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2034-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.43 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3311-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.24 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №210-სსმI, №18, 09.07.2004წ., მუხ.68 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1554-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.192 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2137-სსმI, №50, 01.12.2005წ., მუხ.335 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4710-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.140 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5266-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.337 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3371-სსმI, №40.

20.07.2010 წ., მუხ.249 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5356 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5570 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6020 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6169 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6384 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №470 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2161 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2873 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4196 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4452 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4557 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5014 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5588 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი №43 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №444 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №857 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1689 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3034 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3614 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4929 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5033 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5243 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5966 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6984 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7134 – ვებგვერდი, 21.09.2020წ საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7188  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №340 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1084 – ვებგვერდი, 17.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1150 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1187 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2552 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2615 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3760 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4400 - ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №94 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №563 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1031 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1059 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1689 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 60

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  3. 17 ნოე. 2025
  4. 16 მაი. 2025
  5. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  6. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  7. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
  8. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023

    „ყ“ ქვეპუნქტში ბაჟისგან გათავისუფლებული ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტებისა და მათ სასარგებლოდ აღძრული სარჩელების ჩამონათვალს დაემატა მიკრობანკები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები; დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა ფორმულირებას ეხება.

  9. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია „ს 2“ ქვეპუნქტი წიაღის ეროვნული სააგენტოს შესახებ და დამატებულია „ჰ 2“ ქვეპუნქტი აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიასთან დაკავშირებულ განცხადებასა და საჩივარზე.

  10. 17 დეკ. 2021
  11. 18 მარ. 2021
  12. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  13. 5 ოქტ. 2020
  14. 21 სექ. 2020
  15. 28 ივლ. 2020
  16. 4 ნოე. 2019
  17. 1 ოქტ. 2019
  18. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019
  19. 21 ნოე. 2018

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში ვეტერანთა შესახებ კანონის დასახელებაში სიტყვა „შეიარაღებული“ შეიცვალა სიტყვით „თავდაცვის“; ქვეპუნქტის დანარჩენი ტექსტი უცვლელია.

  20. 11 ივლ. 2018

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტში კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას დაემატა „განათლების, მეცნიერების“; კულტურული მემკვიდრეობის საკითხთა წრე ტექსტში უცვლელია.

  21. 14 დეკ. 2017

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტში განახლდა სამინისტროების დასახელებები და საქმეთა ფორმულირება, „ჭ“ ქვეპუნქტში კი სამინისტროს ახალი დასახელებაა კულტურისა და სპორტის სამინისტრო. დაემატა „ს 2“ ქვეპუნქტი წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

  22. 2 ივნ. 2017

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ღ¹“ ქვეპუნქტი, რომლითაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ყველა სარჩელზე შევიდა ბაჟისგან გათავისუფლებულ პირთა ჩამონათვალში.

  23. 22 მარ. 2017

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მითითება; ქვეპუნქტი ეხება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველა სარჩელზე.

  24. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

    პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში შეიცვალა ტერმინი „ინვალიდები“, ხოლო „პ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა დევნილებისა და თავშესაფრის მაძიებლების საჩივრებზე; დაემატა მე-9 პუნქტი C4 ვიზის ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ.

  25. 26 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2016

    მე-5 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომელიც ფიზიკურ პირებს ათავისუფლებს ბაჟისგან ხუთი სახის დოკუმენტის სხვა სახელმწიფოებიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთხოვისას.

  26. 13 მაი. 2016

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებს შორის დაემატა „თ¹“ ქვეპუნქტი, რომელიც ბაჟისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების სარჩელზე.

  27. 8 დეკ. 2015

    „ჭ“ ქვეპუნქტში სამინისტროს დასახელება ახლა „კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა“ (სპორტი ამოღებულია), ორგანოთა ჩამონათვალი კავშირით „და“ არის გაერთიანებული, ხოლო დავის საგანი ჩამოყალიბდა როგორც კანონდარღვევით წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები.

  28. 11 ნოე. 2015

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტში კომისიის აღწერას დაემატა მითითება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე; დანარჩენი ტექსტი უცვლელია.

  29. 10 სექ. 2015
  30. 15 მაი. 2015

    მე-5 მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლითაც მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის ვადის გაგრძელებისას უცხოელი ბაჟისგან თავისუფლდება.

  31. 23 დეკ. 2014

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს 1“ ქვეპუნქტში „ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე“ შეიცვალა ფორმულირებით „ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე“, ანუ სააგენტოს ბაჟის შეღავათი ეხება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებს.

  32. 31 მარ. 2014· გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი შემოიფარგლა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოთი და შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებული სარჩელებით, ხოლო ახალ „ძ 1“ ქვეპუნქტში კონკურენციის სააგენტოსთვის კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის სარჩელებზე იგივე განთავისუფლებაა.

  33. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტში ახლებურად განისაზღვრა ბაჟისგან გათავისუფლებულ ორგანოთა წრე (დაემატა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო და აჭარის სატყეო სააგენტო) და გათავისუფლების სფერო — გარემოს დაცვასთან და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საქმეები.

  34. 17 სექ. 2012· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2012

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა ორი ახალი ქვეპუნქტი („ს“ და „ს 1“): ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პრივატიზებასთან დაკავშირებული ჩანაწერი ტექსტში დარჩა.

  35. 25 მაი. 2012

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტში შეიცვალა გათავისუფლებული სუბიექტის სახელწოდება: ახლა ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე.

  36. 30 აპრ. 2012

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტში ლიკვიდაციაში მყოფ კომერციულ ბანკებთან და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებთან ერთად დაემატა მზღვეველი; ამასთან, სარჩელის აღწერა შესაბამისად ახლებურად ჩამოყალიბდა.

  37. 1 თებ. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ბაჟისგან გათავისუფლებულ პირთა ჩამონათვალს დაემატა „ჰ“ ქვეპუნქტი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესახებ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებზე.

  38. 8 დეკ. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ჯ“ ქვეპუნქტი, რომელიც ამ პუნქტის რეგულირების ქვეშ აქცევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიას, როგორც მოსარჩელეს ან მოპასუხეს, მისი კომპეტენციის საკითხებზე.

  39. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ხ“ ქვეპუნქტი, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიურო ჩამოთვლილ სუბიექტებს შეემატა.

  40. 17 მარ. 2011

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტში გარემოს დაცვის ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე ბაჟისგან გათავისუფლებული სუბიექტების წრე ახლებურად განისაზღვრა: დასახელებულია ორი სამინისტრო და სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

  41. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2009

    მე-5 მუხლიდან ამოღებულია მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები, ანუ სამოქალაქო აქტებისა და პასპორტის გაცემის გათავისუფლებები და პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული გათავისუფლება.

  42. 18 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    მე-5 მუხლის ვ ქვეპუნქტში ბაჟის 50-პროცენტიანი შეღავათის ასაკობრივი ზღვარი 16 წლიდან 18 წლამდე გაიზარდა.

  43. 30 ივლ. 2007

    პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტში ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია შეიცვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირით – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურით; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შემთხვევები უცვლელია.

  44. 15 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2007

    მე-3 პუნქტი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ტერმინოლოგიით გადაიწერა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭების გათავისუფლება ახალ მე-6 პუნქტში გადავიდა.

  45. 5 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ჭ“ ქვეპუნქტი, რომელიც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მის ტერიტორიულ და სხვა ორგანოებს ბაჟისგან ათავისუფლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ უკანონო სამუშაოთა საკითხებზე.

  46. 14 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 31 ივლ. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელით მოსარჩელეს უკავშირდება, დაემატა „მ 1“ ქვეპუნქტი სოციალურად დაუცველ პირებზე, ხოლო „უ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება დაწესებულებებს (ორგანიზაციებს), რომელთა ხარჯები მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყველა საქმეზე.

  47. 30 იან. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გათავისუფლება შეეხება მოქალაქის პასპორტის გაცემას და ექვსი კატეგორიისგან შედგება; პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს 50-პროცენტიანი შეღავათი აქვთ.

  48. 1 დეკ. 2005

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში, საერთო სასამართლოებში ბაჟისგან თავისუფალთა ჩამონათვალს დაემატა „წ“ ქვეპუნქტი იუსტიციის სამინისტროს შესახებ, როდესაც ის მოსარჩელეა ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე.

  49. 16 ივლ. 2005

    მე-5 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულია მოსახლეობის რეგისტრაცია, ხოლო „ა“ ქვეპუნქტში „ინვალიდი“ მრავლობით რიცხვში გადავიდა.

  50. 11 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2005

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ძ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სახელმწიფო ბაჟისგან თავისუფლდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, მოსარჩელედ ან მოპასუხედ, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სარჩელზე.

  51. 15 ნოე. 2004· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2004

    პირველ პუნქტში მიწის მართვის დეპარტამენტი შეიცვალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი; მე-3 პუნქტში დასახელდა იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ამოღებულია მრავალშვილიანთა და უპატრონო ბავშვების გათავისუფლება და დაემატა პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევა; მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა.

  52. 9 ივლ. 2004

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ც“ ქვეპუნქტი, რომლითაც მოსარჩელე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისგან თანამდებობის პირთა უკანონო, დაუსაბუთებელი და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.

  53. 8 აგვ. 2003

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „შ“ ქვეპუნქტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს.

  54. 14 მაი. 2003· გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შეიცვალა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროთი; დავის საგანი — სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები — იგივეა.

  55. 1 იან. 2003· გამოქვეყნდა 3 ივნ. 2002

    მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი 16 წლამდე ასაკის პირებისთვის — 50 პროცენტით; მომდევნო მე-5 პუნქტის ტექსტი უცვლელია.

  56. 20 დეკ. 2002

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ყ“ ქვეპუნქტი, რომელიც ლიკვიდაციაში მყოფ კომერციულ ბანკებსა და საკრედიტო კავშირებს ბაჟისგან ათავისუფლებს დაუფარავი სესხებისა და დებიტორული დავალიანების დაბრუნების სარჩელებზე; მუხლის ბოლოს წყაროს მითითებაში დაემატა სიტყვა „საქართველოს“.

  57. 7 ნოე. 2001
  58. 15 ოქტ. 2001
  59. 21 სექ. 1999

    მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტს „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „უ“ ქვეპუნქტი საბიუჯეტო დაწესებულებებზე, როგორც მოსარჩელეზე ან მოპასუხეზე, ბიუჯეტში დავალიანებათა გადახდევინების სარჩელებზე.

  60. 15 ივლ. 1998

    მე-3 პუნქტს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი დევნილად ცნობილი პირების შესახებ. მე-5 პუნქტის ბოლოს დაემატა მხოლოდ კანონის გამოქვეყნების მითითება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №110

  • 60 ცვლილება · ბოლო 17 ნოე. 2025
  • 78 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

  • 4სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები
  • 6²სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დროებითი წესი
  • 3მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 46სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება
  • 55სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
  • 49სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 9სახელმწიფო ბაჟი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 50

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 204ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 5შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 118სახელმწიფო ბაჟი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 170შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20494655495046²351701185
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ბაჟის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ზოგადი ადმ…საკონსულო მოსაკრებლის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №110 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026