საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 217. სასამართლო ხარჯების სახეები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო ხარჯებია: ა) წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე; ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები.

2.სასამართლო ხარჯები შედგება: ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეცილისტის, ექსპერტისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით; ბ) (ამოღებულია); გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტისათვის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან; დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას; ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებისაგან; ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში, როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა მონაწილეობს დამცველი დანიშვნით; ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან; თ) სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან; ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან; კ) დაზარალებულისათვის ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან; ლ) წინასწარ გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო ხარჯებია: ა) წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე; ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები. 2. სასამართლო ხარჯები შედგება: ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეცილისტის, ექსპერტისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით; ბ) (ამოღებულია); გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტისათვის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან; დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას; ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებისაგან; ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში, როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა მონაწილეობს დამცველი დანიშვნით; ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან; თ) სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან; ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან; კ) დაზარალებულისათვის ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან; ლ) წინასწარ გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    217-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში კომპენსაციის თანხები ახლა 33-ე მუხლის მე-4 ნაწილის შემთხვევებს უკავშირდება, ხოლო დანაშაულის გახსნის შეუძლებლობის პირობა ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    217-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასამართლო ხარჯების ნუსხა გაფართოვდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტისთვის გადახდილი თანხებით.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    217-ე მუხლში მოკვლევა და მომკვლევი ამოღებულია, დამსწრისა და მსაჯულის ხარჯები სასამართლო ხარჯების შემადგენლობიდან ამოვიდა, ხოლო მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი წინასწარ გამოძიებას უკავშირდება.

  4. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
  5. 217-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ეხება კერძო საექსპერტო დაწესებულებას, სპეციალისტსა და თარჯიმანს ხელშეკრულებით გადახდილ თანხებს, ხოლო „თ“ ქვეპუნქტი — სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101137445316216633401406407752189091217
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…