საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 230. შუამდგომლობის განცხადების უფლება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შუამდგომლობის განცხადების უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს, აგრეთვე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის ინტერესებსაც ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

2.შუამდგომლობა წარედგინება თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა თუ გადაწყვეტისათვის.

3.შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს თხოვნას საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის შემტანი ან მარწმუნებელი (დასაცავი) პირის ინტერესებისათვის. მტკიცებულებათა აღმოსაჩენად საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა დასადგენად არის საჭირო მათი ჩატარება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შუამდგომლობის განცხადების უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს, აგრეთვე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის ინტერესებსაც ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოება. 2. შუამდგომლობა წარედგინება თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა თუ გადაწყვეტისათვის. 3. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს თხოვნას საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის შემტანი ან მარწმუნებელი (დასაცავი) პირის ინტერესებისათვის. მტკიცებულებათა აღმოსაჩენად საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა დასადგენად არის საჭირო მათი ჩატარება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2621⁹⁸2151091129493636262666230
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის საერ…