საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.

2.ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.

3.ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

4.ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

5.შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

6.შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.

7.თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას. 2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს. 3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა. 4. ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა. 5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება. 7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    232-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებიდან ამოღებულია მომკვლევისა და მოკვლევის ორგანოს მითითება; შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და უარყოფის წესი გამომძიებელზე, პროკურორსა და სასამართლოზეა გათვლილი.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    232-ე მუხლიდან ამოღებულია მე-8 ნაწილი, რომელიც შუამდგომლობის უარყოფის სასამართლოში გასაჩივრების უფლებას ითვალისწინებდა.

  3. მე-3 პუნქტში შუამდგომლობის სუბიექტთა წრე გაფართოვდა დაზარალებულით, მისი წარმომადგენლითა და სხვა მონაწილით და ამოღებულია „აუცილებლად“; მე-8 პუნქტში საჩივრის ადრესატი შეიცვალა შესაბამისი სასამართლოთი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁸21⁹⁸21510911294239937162636232
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…