საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 235. საჩივრის შეტანა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. დასაშვებია საჩივრის შეტანა იმ პირთან ან იმ ორგანოში, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. ამ შემთხვევაში საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ადრესატს.

2.საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს საკუთარი განმარტებები.

3.საჩივარი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და საჩივრის მიმღები თანამდებობის პირი. საჩივარს შეიძლება დაერთოს მისი დამადასტურებელი მასალები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. დასაშვებია საჩივრის შეტანა იმ პირთან ან იმ ორგანოში, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. ამ შემთხვევაში საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ადრესატს. 2. საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს საკუთარი განმარტებები. 3. საჩივარი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და საჩივრის მიმღები თანამდებობის პირი. საჩივარს შეიძლება დაერთოს მისი დამადასტურებელი მასალები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    235-ე მუხლის მე-2 პუნქტში პროკურორისთვის გადასაცემი საჩივრის ჩამონათვალი შემცირდა გამომძიებლამდე, ხოლო განმარტებების დართვის ფორმულირება განახლდა.

  2. 235-ე მუხლიდან ამოღებულია მე-4 ნაწილი, რომელიც ენის არმცოდნე პირს საჩივრის მშობლიურ ან სხვა ცნობილ ენაზე შეტანის უფლებას უზრუნველყოფდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43280197¹4895979875⁵⁵5354101103102235
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსისხლის სამართლის საერ…პენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …