1.გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.
2.სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება ამ კოდექსის კერძო ნაწილში დადგენილ ვადებში.
3.საპატიო მიზეზით საჩივრის შეტანის გაცდენილი დროის აღდგენა შეუძლია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საჩივრის გამო.
4.მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ერთჯერადად ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.2. სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება ამ კოდექსის კერძო ნაწილში დადგენილ ვადებში.3. საპატიო მიზეზით საჩივრის შეტანის გაცდენილი დროის აღდგენა შეუძლია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საჩივრის გამო.4. მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ერთჯერადად ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
236-ე მუხლის მე-4 ნაწილში დაემატა „ერთჯერადად“: გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება ზემდგომ სასამართლოში ერთჯერადად საჩივრდება.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
236-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია მომკვლევი, მოკვლევის ორგანო და მოკვლევის ეტაპი; საჩივრის შეტანის პერიოდი წინასწარი გამოძიების მთელი წარმოებაა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
236-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი ვადის აღდგენაზე უარის თქმის დადგენილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებისა და სასამართლოს მიერ ვადის აღდგენის უფლების შესახებ.