საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 274. წინასწარი გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი – ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

2.სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროთ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს.

3.დამცველის ვალდებულება სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის შესახებ არ ვრცელდება მის საუბარზე ბრალდებულთან ან ეჭვმიტანილთან.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ, რომ არ გამჟღავნდეს მონაცემები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და მისი შედეგების, ჩვენებათა შინაარსის, მთლიანად საქმის ან მისი გარკვეული ნაწილის შინაარსის თაობაზე, აგრეთვე მონაცემები ექსპერტთა დასკვნის შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩამოართვან ხელწერილი – ვალდებულება, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილონ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. 2. სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროთ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს. 3. დამცველის ვალდებულება სისხლის სამართლის საქმის მონაცემების გაუმჟღავნებლობის შესახებ არ ვრცელდება მის საუბარზე ბრალდებულთან ან ეჭვმიტანილთან. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება შეუძლია განახორციელოს სასამართლომ, თუ საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    274-ე მუხლის პირველ ნაწილში მონაცემთა გაუმჟღავნებლობას უზრუნველყოფენ მხოლოდ გამომძიებელი და პროკურორი, მომკვლევი ამოღებულია.

  2. 274-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითება მე-3 ნაწილზე ამოიღეს და დარჩა მხოლოდ პირველი ნაწილი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7211120104371015947252819274
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…ადვოკატთა შესახებსაქართველოს სახალხო და…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ