1.დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები.
2.აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.
3.დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.
4.დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგნები თუ დოკუმენტები მათ ამოღებამდე უნდა წარუდგინონ დათვალიერების მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.
5.თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტისა და კვალის დასათვალიერებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, დათვალიერება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დათვალიერებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები.2. აუცილებლობის შემთხვევაში დათვალიერებისას, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს ფოტო და კინოგადაღებას, ხმის ჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდებს.3. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოვლენას.4. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგნები თუ დოკუმენტები მათ ამოღებამდე უნდა წარუდგინონ დათვალიერების მონაწილეებს. ამასთან, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული საგნის, დოკუმენტის, კვალის, ტვიფრის ან ანაბეჭდის ამოღება.5. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტისა და კვალის დასათვალიერებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, დათვალიერება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილას.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №53 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
334-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია ორი დამსწრის მონაწილეობით დათვალიერების წესი; დარჩა დათვალიერებაში სხვა მონაწილეთა მოწვევის შესაძლებლობა ახალი ფორმულირებით.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
334-ე მუხლის მე-4 პუნქტში ამოღებულია სიტყვა „სხვა“, რის შედეგადაც წარდგენის ადრესატებად დასახელებულია დამსწრეები და დათვალიერების მონაწილეები.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…პროკურატურის შესახებსაქართველოს გარემოს და…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ზოგადი ადმ…