საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1). რეგულირების ობიექტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში – სხვა პირები (მათ შორის, რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – შემოწმების ჩატარების განხორცი­ელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე), შემოწმებას ასევე ესწრებიან შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები.

2.რეგულირების ობიექტი ვალდებულია დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში და ასევე მის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება ობიექტის ინსპექტირების პროცესში.

3.რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე ან მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ინსპექტირების მოქმედებების განხორციელებას.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

5.ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღების, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით შესაძლებელია მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები.

6.საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია მოწვეული იქნეს სპეციალისტები/ექსპერტები (მათ შორის უცხოელი), ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57130221923 (დ…15 (დ…24 (დ…143355374314 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…ადამიანის ქსოვილებისა …პროდუქტის უსაფრთხოების…ადამიანის ორგანოთა გად…გარემოს დაცვის შესახებრადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა