Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 18

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 18. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ადგილის გამოძიებაინდივიდუალური დავებიინციდენტზე რეაგირებაამონაწერები და შემოწმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სპეციალური შემოწმება და დათვალიერება გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად.

2.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ: ა) სამსახურის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე; ბ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე.

3.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი ნივთი, რომლის ფლობით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე დადგენილი წესი დაირღვევა.

4.პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. განსხვავებული სქესის უფლებამოსილმა მოსამსახურემ პირის სპეციალური  შემოწმება და დათვალიერება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

5.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

7.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია პირს განუმარტოს შესაბამისი ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

8.თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი მოსამსახურე ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

რედაქციების შედარება

1. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად. 2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ: ა) სამსახურის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე; ბ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე. 3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი ნივთი, რომლის ფლობით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე დადგენილი წესი დაირღვევა. 4. პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. განსხვავებული სქესის უფლებამოსილმა მოსამსახურემ პირის სპეციალური  შემოწმება და დათვალიერება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით. 5. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია პირს განუმარტოს შესაბამისი ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება. 8. თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი მოსამსახურე ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შიდა მოკვლევა შევიწროების ფაქტზე4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შიდა მოკვლევა შევიწროების ფაქტზე4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უბედური შემთხვევების მოკვლევა (შრომის ინსპექცია)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკუთრების უფლების შემოწმებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №25

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 17ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება
  • 13სამსახურის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
  • 14პირის გამოკითხვა

პოლიციის შესახებ

  • 23სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
  • 22ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება
  • 24სპეციალური საპოლიციო კონტროლი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 260დათვალიერება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 53ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 127შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 9სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 9სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91279260232224531714135118
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსაქართველოს საგადასახა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026