საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 354. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ შემოწმების ჩატარების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემოწმების ჩასატარებლად დადგენილებას ხელმოწერით აცნობენ შესამოწმებელს. შემოწმების ყველა მონაწილეს უნდა განემარტოს მათი უფლება-მოვალეობანი.

2.შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში – სპეციალისტის მონაწილეობით.

3.შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე ამ კოდექსის 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, სპეციალისტი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შემოწმების ჩასატარებლად დადგენილებას ხელმოწერით აცნობენ შესამოწმებელს. შემოწმების ყველა მონაწილეს უნდა განემარტოს მათი უფლება-მოვალეობანი. 2. შემოწმებას, რომელიც დაკავშირებული არ არის სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში – სპეციალისტის მონაწილეობით. 3. შემოწმებისას, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გაშიშვლებასთან ან ადამიანის სხეულზე ძალადობის კვალის გამოვლენასთან, აგრეთვე ამ კოდექსის 350-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, ატარებს ექიმი. ექიმს უფლება აქვს დაათვალიეროს შესამოწმებელი პირის სხეული, ჩაატაროს საჭირო გაზომვა და გამოიყენოს გასინჯვის ინსტრუმენტული მეთოდი. თუ შემოწმება ითვალისწინებს გაშიშვლებას, სპეციალისტი უნდა იყოს იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    354-ე მუხლის მე-3 პუნქტში გაშიშვლებასთან დაკავშირებული შემოწმებისას იმავე სქესის მოთხოვნიდან ამოღებულია დამსწრე და ნორმა ახლა მხოლოდ სპეციალისტს ეხება, რომელიც უნდა იყოს შესამოწმებელის სქესის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212381583501737120147¹5314586343354
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…პროკურატურის შესახებსაქართველოს სახალხო და…