Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიმუხლი 53

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 53. ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგისქესობრივი დანაშაულებისამუშაო ადგილის გამოძიებასამედიცინო სისხლის სამართალიინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის სხეულის შიგნით შემოწმებას ან მისი სხეულიდან ნივთის ამოღებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი.

2.არასრულწლოვნის სხეულიდან ნივთის ამოღება უნდა განხორციელდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მქონე დაწესებულებაში სერტიფიცირებული, იმავე სქესის ექიმის ან ექთნის მონაწილეობით და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით.

3.ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

4.ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი იმავე სქესის უნდა იყოს, რომელი სქესისაც არის არასრულწლოვანი.

5.ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკითხს მოსამართლე წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, შესაბამისი შუამდგომლობის შეტანიდან არაუგვიანეს 12 საათისა.

6.მოსამართლის განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება, მოსამართლის სახელი და გვარი; გ) პირი, რომელმაც სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა; დ) არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს; ე) სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები; ვ) საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის დასაბუთება; ზ) ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; თ) წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება; ი) განჩინების მოქმედების ვადა; კ) პირი ან ორგანო, რომელმაც განჩინება უნდა შეასრულოს; ლ) მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).

7.თუ არასრულწლოვანი თანახმა არ არის, რომ ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედებებს მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრებოდეს, ან თუ მისი დასწრება შეუძლებელია, საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება შესაბამისი სქესის საპროცესო წარმომადგენელი. კარი V არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა და აღკვეთის ღონისძიებები თავი VIII არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა #

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (მუხლი 138) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ბიოსამედიცინო კვლევის ჩატარება (მუხლი 135)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ჩხრეკა და ამოღება (დაცვა)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჩხრეკა და ამოღება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №28

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 112საქართველოს სისხლი… 112

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 52არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა
  • 16არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია
  • 34არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 112სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება
  • 121პირადი ჩხრეკა
  • 135ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 18სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
  • 14პირის გამოკითხვა
  • 17ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება

პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ

  • 2პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის საფუძველი

პოლიციის შესახებ

  • 22ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება
  • 23სპეციალური შემოწმება და დათვალიერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1122112121135222352163418141753
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სახელმწიფო…პირველადი ფსიქიატრიული…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026