საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 366. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ბ) აცილება მისცეს ექსპერტს; გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან; დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა; ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს; ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე; ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული.

2.(ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ბ) აცილება მისცეს ექსპერტს; გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან; დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა; ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს; ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე; ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული. 2. (ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    366-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულია — ექსპერტიზის დროს მხარის უფლებების გავრცელება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების პირზე გაუქმებულია.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    366-ე მუხლში ამოღებულია მომკვლევი ა), ე) და ვ) ქვეპუნქტებში. დ) ქვეპუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული — ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვის მოთხოვნა, ხოლო ე) ქვეპუნქტში დამატებითი კითხვების დასმა წინ გადავიდა.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    366-ე მუხლის პირველ ნაწილში უფლებამოსილ სუბიექტთა წრე გაფართოვდა დაზარალებულის წარმომადგენლით.

  4. 366-ე მუხლის პირველ ნაწილში უფლებები დაზარალებულზეც გავრცელდა, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში ექსპერტისგან კვლევის მეთოდების განმარტების მოთხოვნა დასკვნის მიღების შემდეგ უნდა მოხდეს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3686109257168162163943452144387366
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…