1.გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმის ასლსაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც განკარგულება უნდა გასცეს იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
2.საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადებს. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს მიიწვიოს ექსპერტიზის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტი, ნივთიერი და სხვა მტკიცებულება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმის ასლსაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც განკარგულება უნდა გასცეს იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.2. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადებს. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს მიიწვიოს ექსპერტიზის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტი, ნივთიერი და სხვა მტკიცებულება.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
369-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია მომკვლევი და საექსპერტო დაწესებულებას აუცილებლობისას უგზავნიან საქმის ასლს და არა თვით საქმეს; „განკარგულება“ სიტყვა გადანაცვლდა.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საექიმო საქმიანობის შე…გარემოსდაცვითი შეფასებ…