საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს.

2.პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3.პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას.

4.ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

5.პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის ან ბრალდების მოხსნის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა.

6.პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს. 2. პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე. 3. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას. 4. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. 5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის ან ბრალდების მოხსნის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა. 6. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    446-ე მუხლის მე-5 ნაწილში ზემდგომი პროკურორის თანხმობა ბრალდების მოხსნასაც ეხება, ხოლო მე-6 ნაწილში პროკურორის გამოუცხადებლობისას გათვალისწინებულია გადადება არა უმეტეს 10 დღით და ზემდგომი პროკურორის ვალდებულება.

  3. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    446 მუხლში დაემატა მოთხოვნა, რომ განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლას ზემდგომი პროკურორი უნდა დაეთანხმოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
421¹⁰⁹216351⁴363¹⁸651903340244748446
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს კონსტიტუცი…ამნისტიის შესახებ