Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 112

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 112. სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45678

1.საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.

2.სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა.

3.ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.

3¹.კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისგანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაცია (თუ მისი ვინაობა ცნობილია); გვარეობითი ნიშნის მიხედვით − ის კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, საიდანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერული მონაცემი; კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან გამოსათხოვი სავარაუდო დოკუმენტი ან ინფორმაცია; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.

4.კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების და ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც ეგზავნება დასაყადაღებელი გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი (თუ ის ცნობილია); დაყადაღებული გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს გზავნილი; გამომძიებლის უფლება, დაათვალიეროს და ამოიღოს გზავნილი.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

6.მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება: ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

7.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

8.ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/1597 – ვებგვერდი, 06.06.2025წ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №665 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/1597 – ვებგვერდი, 06.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად. 2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა. 3. ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში. 3 1 . კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისგანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაცია (თუ მისი ვინაობა ცნობილია); გვარეობითი ნიშნის მიხედვით − ის კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, საიდანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერული მონაცემი; კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან გამოსათხოვი სავარაუდო დოკუმენტი ან ინფორმაცია; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში. 4. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების და ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც ეგზავნება დასაყადაღებელი გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი (თუ ის ცნობილია); დაყადაღებული გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს გზავნილი; გამომძიებლის უფლება, დაათვალიეროს და ამოიღოს გზავნილი. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 6. მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება: ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. 7. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 8. ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/1597 – ვებგვერდი, 06.06.2025წ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №665 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/1597 – ვებგვერდი, 06.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 ივნ. 2025
წინა მუხლი 111შემდეგი მუხლი 113

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჩხრეკა და ამოღება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

12
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-06
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 112მუხლი 206მუხლი 207

მიუთითებენ მასზე

არასრულწლოვანთა მა… 53მუხლი 111მუხლი 124¹მუხლი 127მუხლი 133მუხლი 147მუხლი 147¹მუხლი 13მუხლი 143⁹მუხლი 136მუხლი 143³სისხლის სამართლის … 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 120ამოღებისა და ჩხრეკის წესი
  • 143³ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი
  • 111საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი # # # # # # #

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 53ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21³მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21¹³⁴უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას
  • 21⁹²მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 239სასამართლოს მოქმედება საჩივრის მიღების შემდეგ
  • 419გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე
  • 267¹სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესი

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 71გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112111143³206207124¹127133147147¹13143⁹136653112
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026