საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი.

2.თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.

3.ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

4.საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად.

5.498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა.

6.მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს.

7.მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი. 2. თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს. 3. ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს. 4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად. 5. 498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა. 6. მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს. 7. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2432722223¹⁰4983726719323311653091500
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…