საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: ა) განსასჯელის სახელი და გვარი; ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ; გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა; ე) გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუ არის ამის აუცილებლობა ამ კოდექსის შესაბამისად; ვ) გადაწყვეტილება ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიებები განხორციელდა; ზ) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი ამ კოდექსის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით; თ) განაჩენის გასაჩივრების უფლება; ი) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 1 თებ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    511-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შეიცვალა ტერმინი „განთავისუფლების“ „გათავისუფლებით“; „ე“ ქვეპუნქტი საპროცესო კონფისკაციის ნაცვლად ეხება ქონების ჩამორთმევას, დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, ხოლო დანარჩენი ქვეპუნქტები გადანომრილია („ზ“–„ი“).

  2. 511-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ახლა გამართლებულის უფლებას აყალიბებს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე 219–228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁸26²272493892622284327627427530459511
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…სააღსრულებო წარმოებათა…