1.ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
2.გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს დასახელება და დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობა, საჩივრის კომისიაში შემოსვლის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი, მხარეები, წარმომადგენლები, ადვოკატის მიერ ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევა.
3.გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს საჩივრის ავტორის მოთხოვნა და ადვოკატის პოზიცია საჩივართან დაკავშირებით.
4.გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება ეთიკის კომისიის დასკვნები, ის სამართლებრივი ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელა ეთიკის კომისიამ.
5.გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ეთიკის კომისიის დასკვნას საჩივრის დაკმაყოფილების ან უარის თქმის თაობაზე, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადვოკატისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეს, ასევე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

