საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 55. პროკურატურა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით აწარმოებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.

2.პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.

3.პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

4.კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

5.ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით აწარმოებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს. 2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. 3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. 4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. 5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    პროკურატურის ფუნქციებში გამოძიების წარმოების ზმნა შეიცვალა, ხოლო ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობით შემოიფარგლა; სასჯელის მოხდის, იძულებითი ღონისძიებებისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებზე ზედამხედველობა ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    55-ე მუხლის პირველ ნაწილში პროკურატურის ფუნქციები გადაკეთდა: მოკვლევის ზედამხედველობა შეიცვალა სხვა ორგანოებისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილების ზედამხედველობით, ხოლო მე-4 ნაწილში სავალდებულო შესრულების ადრესატები ფიზიკურ და იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდა.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    55-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომელიც ზემდგომ პროკურორს ანიჭებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების გაუქმების, შეცვლისა და ახლით ჩანაცვლების უფლებამოსილებას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21235653332371741522208055
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ადმინისტრა…თავდაცვის კოდექსიპოლიციის შესახებ