საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 593. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა სახეები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი.

2.ახლად აღმოჩენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება: ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე ყალბია სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს ან განჩინებას; ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა ამ საქმის განხილვის დროს; გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს.

3.ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი; ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენი და შემდგომი სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ არსებობს ფაქტობრივი ან სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი. 2. ახლად აღმოჩენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება: ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე ყალბია სხვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს ან განჩინებას; ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა ამ საქმის განხილვის დროს; გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს. 3. ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი; ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    593-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან მომკვლევი ამოღებულია, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში შეწყვეტილი „საქმე“ ჩანაცვლებულია სისხლისსამართლებრივი დევნით; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებით ხასიათისაა.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    593-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია კანონის სხვა არსებითი დარღვევები, რომლებმაც უკანონო ან დაუსაბუთებელი განაჩენი განაპირობა.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    პირველი ნაწილიდან ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი — კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოვლენილი სასამართლო შეცდომის გარემოებები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4191¹⁵40423421394398573597310312332¹74593
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სამოქალაქო…