საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ: ა) საქართველოს მთავარ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

2.ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

3.ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს.

4.სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ: ა) საქართველოს მთავარ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე. 2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე. 3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს. 4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2001 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    594-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს და ამ რესპუბლიკის სასამართლოთა გადაწყვეტილებებს, კონკრეტული რესპუბლიკების დასახელების გარეშე.

  3. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    594-ე მუხლის მე-3 ნაწილში საჩივრის შეტანის უფლება მიენიჭა მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალებისას — მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს; ერთი სიტყვის მართლწერაც შეიცვალა.

  4. 594-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში საჩივრის შესატანი პალატა შეიცვალა სისხლის სამართლის საქმეთა პალატით.

  5. 594-ე მუხლში იცვლება საჩივრის შეტანის ადრესატი: ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე — გენერალური პროკურორი და ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები (პირველი ნაწილი), ახლად გამოვლენილ გარემოებებზე — უშუალოდ უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა ან ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმები (მე-2 ნაწილი); მე-3 და მე-4 ნაწილებში ტერმინები გადანაწილდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2792714234242193123103115504953594
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…პროკურატურის შესახებსისხლის სამართლის სფერ…