1.პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (დადგენილება), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (განჩინება), ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
2.(ამოღებულია).
3.სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზშივე ათავისუფლებს პატიმრობიდან:
ა) გამართლებულს;
ბ) მსჯავრდებულს სასჯელის დაუნიშნავად;
გ) მსჯავრდებულს სასჯელისაგან განთავისუფლებით;
დ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დროს;
ე) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;
ვ) მსჯავრდებულს, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
4.(ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (დადგენილება), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (განჩინება), ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.2. (ამოღებულია).3. სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზშივე ათავისუფლებს პატიმრობიდან:ა) გამართლებულს;ბ) მსჯავრდებულს სასჯელის დაუნიშნავად;გ) მსჯავრდებულს სასჯელისაგან განთავისუფლებით;დ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დროს;ე) მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;ვ) მსჯავრდებულს, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.4. (ამოღებულია).საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
602-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაწყვეტილებები მიღებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად; მე-2 ნაწილის 7-დღიანი ვადა და მე-4 ნაწილის რამდენიმე მსჯავრდებულის შესახებ წესი ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
602-ე მუხლის მე-2 პუნქტში განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის ვადა 3 დღე-ღამიდან 7 დღე-ღამემდე შეიცვალა.
602-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად ერთი მსჯავრდებულის მიერ ან მის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი არც ერთი მსჯავრდებულის მიმართ არ შედის კანონიერ ძალაში ზემდგომი სასამართლოს განხილვამდე.