Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 54

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 54. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა და იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განაცხადებს თანხმობას მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინება გამოიტანება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება და მსჯავრდებულის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს თანხმობას საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის აღსრულებაზე.

4.იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემოსულია უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულების შესახებ, რომლის საფუძველზედაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუ ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება, დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და მისი ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად.

5.შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გამოთქვამს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების სურვილს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს წერილობითი თხოვნა, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენისთვისაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის შესახებ; გ) დანაშაულის ჩამდენი პირის აღწერილობას; დ) საქმის ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერილობას, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენის გამოტანას.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე. მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.

8.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მის მიმართ განაჩენით დადგენილ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

9.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებული ასევე თავისუფლდება პატიმრობიდან, თუ მის მიმართ გამოყენებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება და მისი დაკავებიდან 18 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ მიუღია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და მასალები განაჩენის აღსრულების თაობაზე.

10.ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს ამის შესახებ მისი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თხოვნით.

11.მაგისტრატი მოსამართლე მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და განაჩენის აღსრულების პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება მსჯავრდებულისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს.

12.ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების ვადაა 2 თვე, რომელიც განაჩენის აღსრულებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.

13.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

14.(ამოღებულია - 20.07.2018, №3156) .

15.(ამოღებულია - 20.07.2018, №3156) . საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

რედაქციების შედარება

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა და იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განაცხადებს თანხმობას მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინება გამოიტანება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება და მსჯავრდებულის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს თანხმობას საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის აღსრულებაზე. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემოსულია უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულების შესახებ, რომლის საფუძველზედაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუ ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება, დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და მისი ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად. 5. შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გამოთქვამს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების სურვილს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს წერილობითი თხოვნა, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენისთვისაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის შესახებ; გ) დანაშაულის ჩამდენი პირის აღწერილობას; დ) საქმის ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერილობას, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენის გამოტანას. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე. მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. 8. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მის მიმართ განაჩენით დადგენილ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. 9. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებული ასევე თავისუფლდება პატიმრობიდან, თუ მის მიმართ გამოყენებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება და მისი დაკავებიდან 18 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ მიუღია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და მასალები განაჩენის აღსრულების თაობაზე. 10. ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს ამის შესახებ მისი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თხოვნით. 11. მაგისტრატი მოსამართლე მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და განაჩენის აღსრულების პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება მსჯავრდებულისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს. 12. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების ვადაა 2 თვე, რომელიც განაჩენის აღსრულებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 14. (ამოღებულიაიმ -შემთხვევაში, 20.07.2018,როდესაც №3156).უცხო 15.სახელმწიფოს (ამოღებულიაკომპეტენტური -ორგანოს 20.07.2018,მიერ №3156).მოთხოვნილია სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის თაობაზე განაჩენის საქართველოს 2018ტერიტორიაზე წლისაღსრულება, 20შესაძლებელია ივლისისამ კანონიქონებას №3156წინასწარ –დაედოს ვებგვერდი,ყადაღა 06.08.2018წ.მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის მიზნით. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი.

წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 206საქართველოს სისხლი… 207საქართველოს სისხლი… 206საქართველოს სისხლი… 207

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 51სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა
  • 47საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა)
  • 49საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა
  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 46თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება
  • 40პატიმრობაში მყოფი პირის დროებითი გადაცემა
  • 24პატიმრობა გადაცემის მიზნით

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა
  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁵მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
464024307¹206207206207289283¹51474957³57¹54
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025