1.განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.
2.თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.
3.სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.
4.მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.2. თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
616-ე მუხლის პირველ ნაწილში აღსრულებისას გადასაწყვეტი საკითხების ნუსხიდან ამოღებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
616 მუხლში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით გადასაწყვეტ საკითხთა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო განთავისუფლება და სასჯელის მოხდის გადავადება ცალ-ცალკეა მითითებული, ხოლო ერთი სახის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
616-ე მუხლში აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა გავრცელდა არა მხოლოდ განაჩენზე, არამედ განჩინებასა და დადგენილებაზე; მე-2 ნაწილში ასლის გაგზავნის ობიექტი ახლა „სასამართლოს გადაწყვეტილებაა“.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002
616 მუხლში სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების ან მოხდის გადავადების საფუძვლად ავადმყოფობას დაემატა ხანდაზმულობის ასაკი.
· გამოქვეყნდა 30 აპრ. 2001
616-ე მუხლის ჩამონათვალიდან ამოღებულია სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით თავისუფლების აღკვეთის შეცვლის საკითხი.
616-ე მუხლი ახლა აწესრიგებს აღსრულების საკითხთა სასამართლო სხდომას: ვინ იბარება, რა თანმიმდევრობით ხდება განხილვა და რა ფორმით გამოდის გადაწყვეტილება.