„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 24. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება: ა) პირი ან ტრანსპორტი, რომელმაც გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გაუვლელად ანდა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, მაგრამ მისი გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით, თუ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის საზღვარზე თავისუფალი მიმოსვლის წესი; ბ) უცხო სახელმწიფოს არასამხედრო ან სამხედრო გემი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისას დაარღვია ამ კანონით დადგენილი წესები; გ) საჰაერო ხომალდი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა შესაბამისი ნებართვის გარეშე ან დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის წესი. თავი III. სასაზღვრო რეჟიმი
