1.საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2.ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
3.საქონელი, რომელიც ჯერ კიდევ უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოსა და ამ უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოს საბაჟო ორგანოს კონტროლს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონლად მიიჩნევა.
4.თუ სასაზღვრო ზონაში მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის (ღირებულების) წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებით საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი.
5.ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება იმ საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაადგილდებიან, და ამ ხომალდებით გადაზიდულ საქონელზე.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.3. საქონელი, რომელიც ჯერ კიდევ უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოსა და ამ უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოს საბაჟო ორგანოს კონტროლს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონლად მიიჩნევა.4. თუ სასაზღვრო ზონაში მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის (ღირებულების) წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებით საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი.5. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება იმ საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაადგილდებიან, და ამ ხომალდებით გადაზიდულ საქონელზე.საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
71-ე მუხლის პირველ ნაწილში მარშრუტით დაუყოვნებლივ გადაზიდვის ზოგადი ვალდებულება შეიცვალა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილებით, განსაზღვროს მარშრუტი ან/და ვადა, და ამ შემთხვევაში ვალდებულება შემომტან პირს ეკისრება.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.