სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 12. კონტროლირებადი მიწოდება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილიგიორგი ფანცულაია

1.მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო დანაშაულის თავიდან აცილების, გახსნის ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოს ფარგლებში, საქართველოდან საქართველოს ფარგლების გარეთ, საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ახორციელებს შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებად გადაადგილებას.

2.ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, კონტროლირებადი მიწოდების შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) ტვირთის შემადგენლობის, მისი მოსალოდნელი მარშრუტის, გადაადგილების ხანგრძლივობის, ტრანსპორტირების სახისა და სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ; ბ) ესკორტირების სახის შესახებ; გ) გამოსაყენებელი ტექნიკური ხელსაწყოების შესახებ; დ) საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ესკორტირებაში მონაწილე პირების რაოდენობისა და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობის შესახებ; ე) კონტროლირებად მიწოდებაში მონაწილე პირებთან კონტაქტის უზრუნველყოფის სახის შესახებ; ვ) ტვირთის გადაბარებისა და მიღების პირობების შესახებ; ზ) შეფერხებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

3.კონტროლირებადი მიწოდების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. საქართველოდან საქართველოს ფარგლების გარეთ, საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იქნეს აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

4.კონტროლირებადი მიწოდება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს შეწყვეტა.

5.კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების მეთოდები და დეტალები განისაზღვრება საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან ამ მიზნით დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.

6.საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას მასზე კონტროლსა და მის მართვას ახორციელებს/ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო/ორგანოები.

7.საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებაში საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს/იღებენ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო/ორგანოები, რომელმაც/რომლებმაც საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ოპერატიული მუშაკების დაცვის ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5623 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში „საქართველოში“ შეიცვალა სიტყვებით „საქართველოს ფარგლებში“, ხოლო გადაადგილების ობიექტი შემოიფარგლა „შესაძლო ნივთიერი მტკიცებულებით“. ამოღებულია აკრძალული ან შეზღუდული რეალიზაციის საგნები.

  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44¹²44¹¹1436258122771017281577112
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საგადასახა…სისხლის სამართლის სფერ…ნარკოტიკული საშუალებებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა