საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 15. საქართველოს ტერიტორიული ზღვა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიული ზღვა არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს. ტერიტორიული ზღვის სიგანე აითვლება საწყისი ხაზებიდან.

2.საქართველოს ტერიტორიული ზღვის დელიმიტაცია სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების ტერიტორიული ზღვისაგან ხორციელდება ამ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, დელიმიტაცი ა ხორციელდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

3.საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვარი არის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

4.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე ან/და ნახევარკუნძულზე ვრცელდება ამ კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნები.

5.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ აქვს კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3893 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34283882114¹45101 (და…173315
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბაჟო კოდ…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს სივრცის და…ოკუპირებული ტერიტორიებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა