Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 3

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:წყლის რესურსებიდაბინძურების კონტროლიპორტის ოპერაციებიდაბინძურების კონტროლისაერთაშორისო საზღვაოთავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის რეგულირების სფერო მოიცავს ზედაპირულ წყალს და მიწისქვეშა წყალს და მათ დაცვით ზონებს.

2.მიწისქვეშა წყლის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3.ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს საზღვაო სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს (გარდა ამ კანონით სანაპირო წყლებისთვის განსაზღვრული შემთხვევებისა). საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4.იმ მდინარეების, ტბებისა და სანაპირო წყლების რეგულირების ერთიანი რეჟიმი, რომელიც სცდება საქართველოს საზღვრებს (წყლის საერთაშორისო რესურსები), განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამასთანავე, აღნიშნული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში წყლის საერთაშორისო რესურსების მართვა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოების ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.

5.ტრანსსასაზღვრო წყლების სააუზო უბნების, ტბებისა და სანაპირო წყლების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნაწილთან მიმართებით მოქმედებს ეს კანონი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, წყლის საერთაშორისო რესურსების ამ კანონის შესაბამისად ერთობლივი მართვის მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაინტერესებულ სახელმწიფოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობას საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

6.საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყლის რესურსების სარგებლობისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის რეგულირების სფერო მოიცავს ზედაპირულ წყალს და მიწისქვეშა წყალს და მათ დაცვით ზონებს. 2. მიწისქვეშა წყლის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს საზღვაო სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს (გარდა ამ კანონით სანაპირო წყლებისთვის განსაზღვრული შემთხვევებისა). საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. იმ მდინარეების, ტბებისა და სანაპირო წყლების რეგულირების ერთიანი რეჟიმი, რომელიც სცდება საქართველოს საზღვრებს (წყლის საერთაშორისო რესურსები), განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამასთანავე, აღნიშნული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში წყლის საერთაშორისო რესურსების მართვა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოების ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე. 5. ტრანსსასაზღვრო წყლების სააუზო უბნების, ტბებისა და სანაპირო წყლების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნაწილთან მიმართებით მოქმედებს ეს კანონი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, წყლის საერთაშორისო რესურსების ამ კანონის შესაბამისად ერთობლივი მართვის მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაინტერესებულ სახელმწიფოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობას საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. 6. საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყლის რესურსების სარგებლობისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყლის დაბინძურება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სანაპირო განვითარება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პორტის რეგულაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საზღვაო კონვენციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №5

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების საგანი

წყლის შესახებ

  • 5წყლის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების საგანი
  • 3საქართველოს კანონმდებლობა წყლის შესახებ

გარემოს დაცვის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების საგანი

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების საგანი

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 5საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმდებარე ზონა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1115153111123
მნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებგარემოს დაცვის შესახებსაქართველოს საზღვაო სი…წყალმომხმარებელთა ორგა…ლიცენზიებისა და ნებართ…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026