„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8 (დანართი 1). გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას განმცხადებლის და ნაგავსაყრელის ოპერატორის შესახებ, თუ ისინი სხვადასხვა პირები არიან; ბ)  ნაგავსაყრელის კატეგორიას, განსათავსებელი ნარჩენების კოდებს ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად და საერთო რაოდენობას; გ) ნარჩენების განთავსების ადგილზე განსათავსებელი ნარჩენების საპროექტო მოცულობას, ასევე ნაგავსაყრელის უჯრედების საპროექტო მოცულობას; დ) ნაგავსაყრელის მოწყობის ადგილის აღწერას, მათ შორის ადგილმდებარეობა, GIS კოორდინატები, ტოპოგრაფიული, ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები (წარმოდგენილი შესაბამისი კვლევების შედეგებით); ე) დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მეთოდებს; ვ) ოპერირების, მონიტორინგის და კონტროლის გეგმას; ზ) ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმას; თ) ნაგავსაყრელის მოწყობის საპროექტო გეგმებს, ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის აღწერას, სექციებისა და უჯრედების მოწყობისა და ოპერირებისას მათი გამოყენების სავარაუდო თანმიმდევრობას და ნუმერაციას; ი) ნარჩენების მიღებისა და შემოწმების პროცედურებს; კ) ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობების დეტალურ აღწერას.

2.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა, თუ  დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: ა) პროექტი აკმაყოფილებს ნარჩენების მართვის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და შეესაბამება ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; ბ) გათვალისწინებულია პერსონალის სისტემატური შესაბამისი პროფესიული და ტექნიკური სწავლება; გ) ნაგავსაყრელის ოპერირების ფაზაში მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და მათი შედეგების შესამცირებლად.

3.კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია სტატისტიკის მიზნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ. თავი I I ნაგავსაყრელის დაპროექტებასა და მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3425247331 (დ…34 (დ…41 (დ…131115138 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…კომპანიის ნარჩენების მ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა