ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფერო – ამ წესის მიზნებისათვის , ატმოსფერული ჰაერის , წყლის , მიწის , წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა , ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის , ქიმიური უსაფრთხოების , ნარჩენების მართვის ( გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა ), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების , ნებართვების , გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების სფეროს ; ბ) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელზედაც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები; გ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით უფლებამოსილია განახორციელოს პატრულირება ან ინსპექტირება; დ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირი - დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ან სხვა პირები, გარდა რეგულირების ობიექტის წარმომადგენლისა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს რეგულირების ობიექტის ინსპექტირებაში; დ 1 ) შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე, რომელიც განისაზღვრება რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელიც წარმართავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმების პროცესს და ხელმძღვანელობს შემოწმების ჩატარების მიზნით შექმნილ შემოწმების ჯგუფს; ე) სახელმწიფო კონტროლი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს, რეგულირების ობიექტის ინსპექტირებასა და დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ვ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება და სისტემატური ანალიზი; ზ) ინსპექტირება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; თ) დათვალიერება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება/შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად; ი) შემოწმება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება დადგენილი წესის შესაბამისად; კ) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების, შემოწმების ან მათი ანგარიშგების და სხვა პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ასევე მათ საფუძველზე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც აცნობებს რეგულირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას. ლ) საველე აქტი − ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ინსპექტირების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.
მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №14 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

