Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიოაქტიური ნარჩენების შესახებმუხლი 4

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური წყარო, რომელიც აღარ გამოიყენება ან რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის; ბ) დახურვა – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განთავსებიდან განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების დასრულება, აგრეთვე საბოლოო საინჟინრო და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი ობიექტის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გ) დეკონტამინაცია – ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომელთა მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან სრულად ან ნაწილობრივ გასუფთავება; დ) რადიოაქტიური ნარჩენების კონდიცირება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების შეფუთვა და გადაფუთვა მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების, შენახვის ან დამარხვის უზრუნველსაყოფად; ე) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმები – რადიოაქტიური ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესაბამის შესანახში, საცავში ან/და სამარხში მათი მიღებისათვის; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე; თ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით; ი) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით; კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის და შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობა; ლ) რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ან წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები ან/და რომელიც ფლობს რადიოაქტიურ ნარჩენებს; მ) რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა – ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც/რომლებიც მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვებას, დახარისხებას, გადამუშავებას, კონდიცირებას, ტრანსპორტირებას, შენახვასა და დამარხვას, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციას, ექსპლუატაციიდან გამოყვანას/დემონტაჟს და დახურვას; ნ) რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური ნივთიერება, აგრეთვე მისი შემცველი ან მაგენერირებელი მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ან რომელსაც უნარი აქვს, დასხივებისას ნივთიერების იონიზაცია გამოიწვიოს; ო) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები – რადიოაქტიური ნარჩენები ან/და უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყარო, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განსათავსებლად სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა; პ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჟ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო; რ) დეპარტამენტი – „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1661 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 ივლ. 2023
  2. 14 დეკ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ივნ. 2023 · №2

  • 2 ცვლილება · ბოლო 6 ივლ. 2023
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 2კანონის მიზნები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 43ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის ზოგადი მოთხოვნები
  • 57რადიოაქტიური ნარჩენების მართვა
  • 4ტერმინთა განმარტება

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
332 (და…2 (და…23 (და…3 (და…34357424
მნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…სახიფათო ნარჩენების შე…ნაგავსაყრელის მოწყობის…რადიაციული დაცვის, ბირ…მუნიციპალური ნარჩენები…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ივნ. 2023 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026