Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ვალის შესახებმუხლი 1

სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონში გამოყენებული ტერმინები: ა ) საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების / დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული , ეროვნული ვალუტით გამოსახული , აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა; ბ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი – ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით; გ ) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი – უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი ; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა , რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების / დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით , აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული თანხებით; დ) კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების თანხების მთლიანი ჯამი; ე) საშინაო კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიების ნაწილი; საგარანტიო ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებებისათვის თანხების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახელით აღებულ, ეროვნული ვალუტით გამოსახულ ყველა პირობით ვალდებულებათა ჯამს; ვ) საგარეო კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიების ნაწილი; საგარანტიო ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებებისათვის თანხების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახელით აღებულ, უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახულ ყველა პირობით ვალდებულებათა ჯამს; ზ) სახელმწიფო ვალის რეესტრი – სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალზე სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებათა რეესტრი; თ) კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების რეესტრი – საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული, სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე ვალდებულებათა რეესტრი; ი ) ვალის ძირითადი თანხა – ვალის შესახებ ხელშეკრულების ან / და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ვალის აღებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესაბამისად ვალად აღებული თანხა; კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სახელით გამოუშვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი პერიოდით; ლ) პროცენტიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხა – დაფარვის თარიღისათვის გადახდას დაქვემდებარებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება; მ) დისკონტი – სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მისი შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია; ნ) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასით გასაყიდი ფასიანი ქაღალდი; ო) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხა – თანხა, რომელსაც კრედიტორი გაასესხებს დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის გამოშვების დღეს და მისი შესყიდვის ფასის ეკვივალენტურია; პ) დემატერიალიზებული ფორმით არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს ანგარიშზე ჩანაწერის სახით და რომლის გამოშვება და შენახვა ხდება ამ კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ჟ) (ამოღებულია - 16.11.2023, №3722); რ) ასიგნება – საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გარკვეული ხარჯების გასაწევად ხაზინის მეშვეობით მინიჭებული უფლება; ს) სახაზინო ანგარიში – ანგარიში, რომელზედაც აკუმულირდება ყველა საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი და საიდანაც გაიწევა საბიუჯეტო ხარჯები; ტ) (ამოღებულია - 16.11.2023, №3722); უ) ფულადი ვალდებულება – განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება; ფ) მოკლევადიანი პერიოდი – ერთ წლამდე პერიოდი; ქ) საშუალოვადიანი პერიოდი – ერთიდან ათ წლამდე პერიოდი; ღ) გრძელვადიანი პერიოდი – ათ წელზე მეტი პერიოდი; ყ) რისკის ფონდი – სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც ყალიბდება და გამოიყენება დადგენილი წესით და რომელშიც სახსრები აკუმულირდება გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესასრულებლად; შ) საგარანტიო ხელშეკრულება – ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საკრედიტო დაწესებულებას შორის, რომლითაც სამინისტრო ეკონომიკური აგენტის მიერ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას რიგი გადახდების განსახორციელებლად; ჩ) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება აძლევს კრედიტს; ც) საკრედიტო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ეკონომიკური აგენტი საკრედიტო დაწესებულებიდან იღებს ფულად თანხას და კისრულობს ვალდებულებას, განსაზღვრული დროის შემდეგ დაფაროს ვალის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტები; ძ) ხელშეკრულება კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის – ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის, რომელიც მოიცავს ეკონომიკური აგენტის მიერ განსახორციელებელ გარკვეულ ზომებს კრედიტის დროულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად; წ) აქცეპტი – თანხმობა, გადახდის გარანტირება; ჭ) კონვერტირება – მოცემული ქვეყნის ვალუტის კონვერსია (გადაცვლა) უცხოურ ვალუტაზე. საქართველოს სახელმწიფო ვალი სხვა კონვერტირებადი ვალუტიდან ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისათვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1673 - სსმ I, №27, 24.09.2009 წ., მუხ.155 საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3722 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

კანონში გამოყენებული ტერმინები: ა ) საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების / დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული , ეროვნული ვალუტით გამოსახული , აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა; ბ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი – ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით; გ ) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი – უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი ; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა , რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების / დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით , აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული თანხებით; დ) კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების თანხების მთლიანი ჯამი; ე) საშინაო კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიების ნაწილი; საგარანტიო ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებებისათვის თანხების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახელით აღებულ, ეროვნული ვალუტით გამოსახულ ყველა პირობით ვალდებულებათა ჯამს; ვ) საგარეო კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიების ნაწილი; საგარანტიო ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებებისათვის თანხების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახელით აღებულ, უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახულ ყველა პირობით ვალდებულებათა ჯამს; ზ) სახელმწიფო ვალის რეესტრი – სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალზე სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებათა რეესტრი; თ) კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების რეესტრი – საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული, სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე ვალდებულებათა რეესტრი; ი ) ვალის ძირითადი თანხა – ვალის შესახებ ხელშეკრულების ან / და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ვალის აღებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესაბამისად ვალად აღებული თანხა; კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სახელით გამოუშვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი პერიოდით; ლ) პროცენტიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხა – დაფარვის თარიღისათვის გადახდას დაქვემდებარებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება; მ) დისკონტი – სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მისი შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია; ნ) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასით გასაყიდი ფასიანი ქაღალდი; ო) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხა – თანხა, რომელსაც კრედიტორი გაასესხებს დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის გამოშვების დღეს და მისი შესყიდვის ფასის ეკვივალენტურია; პ) დემატერიალიზებული ფორმით არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არამატერიალიზებული ფორმით – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობსქაღალდი ანგარიშზე ჩანაწერის სახით დასახით, რომლის გამოშვება და შენახვა ხდებახორციელდება ამბუღალტრული კანონისაან დაელექტრონული „დემატერიალიზებულიჩანაწერებით; ჟ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისქაღალდი ფლობისმატერიალიზებული შესახებ“ფორმით საქართველოს– კანონისმატერიალიზებული შესაბამისად;ფორმით ჟ)გამოშვებული (ამოღებულიასახელმწიფო -ფასიანი 16.11.2023,ქაღალდი №3722);(ქაღალდის, პლასტიკური ბარათის ან სხვა სახით), რომელზედაც გამოსახულია ამ ფასიანი ქაღალდის განმსაზღვრელი რეკვიზიტები; რ) ასიგნება – საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გარკვეული ხარჯების გასაწევად ხაზინის მეშვეობით მინიჭებული უფლება; ს) სახაზინო ანგარიში – ანგარიში, რომელზედაც აკუმულირდება ყველა საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი და საიდანაც გაიწევა საბიუჯეტო ხარჯები; ტ) (ამოღებულიასისტემა -ანგარიშზე 16.11.2023,ჩანაწერის №3722);სახით – სისტემა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ეროვნული ბანკი რეესტრში ჩანაწერის სახით რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს; უ) ფულადი ვალდებულება – განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება; ფ) მოკლევადიანი პერიოდი – ერთ წლამდე პერიოდი; ქ) საშუალოვადიანი პერიოდი – ერთიდან ათ წლამდე პერიოდი; ღ) გრძელვადიანი პერიოდი – ათ წელზე მეტი პერიოდი; ყ) რისკის ფონდი – სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც ყალიბდება და გამოიყენება დადგენილი წესით და რომელშიც სახსრები აკუმულირდება გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესასრულებლად; შ) საგარანტიო ხელშეკრულება – ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საკრედიტო დაწესებულებას შორის, რომლითაც სამინისტრო ეკონომიკური აგენტის მიერ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას რიგი გადახდების განსახორციელებლად; ჩ) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება აძლევს კრედიტს; ც) საკრედიტო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ეკონომიკური აგენტი საკრედიტო დაწესებულებიდან იღებს ფულად თანხას და კისრულობს ვალდებულებას, განსაზღვრული დროის შემდეგ დაფაროს ვალის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტები; ძ) ხელშეკრულება კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის – ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის, რომელიც მოიცავს ეკონომიკური აგენტის მიერ განსახორციელებელ გარკვეულ ზომებს კრედიტის დროულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად; წ) აქცეპტი – თანხმობა, გადახდის გარანტირება; ჭ) კონვერტირება – მოცემული ქვეყნის ვალუტის კონვერსია (გადაცვლა) უცხოურ ვალუტაზე. საქართველოს სახელმწიფო ვალი სხვა კონვერტირებადი ვალუტიდან ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისათვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1673 - სსმ I, №27, 24.09.2009 წ., მუხ.155 საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3722 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

შემდეგი მუხლი 2

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 11სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმები
  • 33სახელმწიფო საგარეო ვალების ხარჯზე გაცემული კრედიტების დაბრუნება
  • 22სახელმწიფო საგარეო ვალის ფორმები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 22სახელმწიფო ვალის ლიმიტები და სახელმწიფო გარანტიები
  • 23სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 383ცნება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23383113322222322261
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…აჭარის ავტონომიური რეს…ამნისტიისა და არადეკლა…სახელმწიფოს საკუთრებაშ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026