საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 5. საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.

2.ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების იმ ორგანოებთან, რომლებსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვთ. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ზედამხედველობასა და რეზოლუციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გაცვლას იმ პირობით, რომ მხარეები დაიცავენ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

2¹.რეზოლუციის საფუძვლების არსებობისას ეროვნულ ბანკს შეუძლია განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ განხორციელებული რეზოლუციის ან მისი ეკვივალენტური პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ განახორციელებს სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ სისტემას, საჯარო ინტერესს ან/და მათი განხორციელების შემთხვევაში არ იქნება უზრუნველყოფილი კომერციული ბანკის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა.

3.ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის თვითონ ეროვნული ბანკი ან საქართველო.

4.როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს, უფლება აქვს, აიღოს ვალდებულებანი და აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. თავი II. ეროვნული ბანკის ორგანიზება და მმართველობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
326837⁵3337¹55¹55²9162614275
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს კონსტიტუცი…ფასიან ქაღალდებად გარდ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა