Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებმუხლი 3

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

მუხლი 3. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს: ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა; ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც განისაზღვრება შესაბამისი ორგანოების მოთხოვნილებით.

2.საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება: ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული ველის შესწავლა; ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა; გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა, განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა; დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის დისტანციური ზონდირება; ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები; ვ) (ამოღებულია); ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა; თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა; ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა; კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სფეროს, მეცნიერებისა და განათლების სისტემის, ფიზიკური და იურიდიული პირების გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები; ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა; მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით; ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები; ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა; პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა; ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკით უზრუნველყოფა.

3.სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება: ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია ობიექტების სამშენებლო უბნებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების, შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად; ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და წარმართვა; გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიერო-საცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა; დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოების, სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება; ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3226 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს: ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა; ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც განისაზღვრება შესაბამისი ორგანოების მოთხოვნილებით. 2. საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება: ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული ველის შესწავლა; ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა; გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა, განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა; დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის დისტანციური ზონდირება; ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები; ვ) (ამოღებულია); ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა; თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა; ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა; კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სფეროს, მეცნიერებისა და განათლების სისტემის, ფიზიკური და იურიდიული პირების გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები; ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა; მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით; ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები; ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა; პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა; ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკით უზრუნველყოფა. 3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება: ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია ობიექტების სამშენებლო უბნებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების, შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად; ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და წარმართვა; გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიერო-საცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა; დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოების, სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება; ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3226 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 21 ნოე. 2018-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს: ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა; ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც განისაზღვრება შესაბამისი ორგანოების მოთხოვნილებით. 2. საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება: ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული ველის შესწავლა; ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა; გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა, განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა; დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის დისტანციური ზონდირება; ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები; ვ) (ამოღებულია); ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა; თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა; ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა; კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სფეროს, მეცნიერებისა და განათლების სისტემის, ფიზიკური და იურიდიული პირების გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები; ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა; მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით; ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები; ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა; პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა; ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკით უზრუნველყოფა. 3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება: ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია ობიექტების სამშენებლო უბნებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების, შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად; ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და წარმართვა; გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიერო-საცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა; დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოების, სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება; ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3226 – ვებგვერდი, 13.08.2018წ . საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 2018 – 10 აგვ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 აგვ. 2019· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2018
  2. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018
  3. 22 დეკ. 2010
  4. 7 მაი. 2007

    მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სპეციალური და ადგილობრივი სამუშაოების აუცილებლობას ახლა განსაზღვრავენ ავტონომიური რესპუბლიკები, დარგები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (და არა ფიზიკური და იურიდიული პირები); მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გრაფიკული ფორმა დაკონკრეტდა „მყარ საფუძველზე“.

  5. 22 დეკ. 2003

    მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში „ე“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა, „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ხოლო „თ“, „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებში შეიცვალა ფორმულირება და საქმიანობის აღწერა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №19

  • 5 ცვლილება · ბოლო 20 ნოე. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

"საქართველოს გარემ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

  • 1გამოყენებული ტერმინების განმარტება
  • 5საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში
  • 8გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დაფინანსება

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 127სახელმწიფო მიწის კადასტრის მიზანი და ამოცანები
  • 131მიწათმოწყობის შინაარსი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 177⁸ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

წიაღის შესახებ

  • 31სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი წიაღით სარგებლობაზე
  • 24წიაღის სახელმწიფო კადასტრი
  • 22წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 14მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების განხორციელების აუცილებელი პირობები

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 14სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების წესები

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 5სივრცითი მონაცემები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14177⁸15831242221451271313
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…გეოდეზიური და კარტოგრა…კანონი საქართველოს საბ…საქართველოს ადმინისტრა…წიაღის შესახებკულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026