უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 89¹³. ვეტერინარის განათლება (მილევად რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები)

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე და ამ პროგრამაზე აბიტურიენტები მიიღოს 2017 წლის ჩათვლით.

2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადაყვანა, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადაყვანის შემთხვევაში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით სტუდენტის სწავლა დაფინანსდება სტუდენტის მიერ თავდაპირველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის მიღებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობისა და დარჩენილი წლების გათვალისწინებით, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №76 · ძალაშია 4 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2005 – 27 ნოე. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
98263⁶52⁹982435252¹46³46⁴89²¹32⁸32²2489¹³
მითითებამნიშვნელობით ახლოსოკუპირებული ტერიტორიებ…უმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საექიმო საქმიანობის შე…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა