უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 89¹⁴. 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, რომლებმაც ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის საფუძველი

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა ამ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4.საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი დაფინანსებას მიიღებს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში. სტუდენტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფინანსება გაუგრძელდება ყოველწლიურად (ბაკალავრი დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მაგისტრანტი − ჯამში 2 სასწავლო წლის განმავლობაში), თუ სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წელს (ბაკალავრი − აგრეთვე მომდევნო 3 სასწავლო წლის, ხოლო მაგისტრანტი − აგრეთვე მომდევნო 1 სასწავლო წლის განმავლობაში) დააგროვებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას. საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის კანონი №5091 – ვებგვერდი, 04.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2005 – 4 ოქტ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
152463¹63⁸52¹2435289¹⁵52²66¹³25¹243 (და…89¹⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…ოკუპირებული ტერიტორიებ…განათლების ხარისხის გა…საექიმო საქმიანობის შე…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა