Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 52

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 52. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²233¹455³66²6³6⁴6⁵899¹1011

1.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამა გისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

1¹.მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნების შედეგის საფუძველზე.

1².ქართულ ენ აში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​ 13 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომელსაც სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი; გ) ოსური ენის ტესტი; დ) აფხაზური ენის ტესტი.

2.აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს: ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად; ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.

3.აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრულ ი ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს  სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით; ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ)  საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული).

3¹.აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადის ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ოქროსმედალოსნები, ვერცხლისმედალოსნები ან ბრინჯაოსმედალოსნები, აგრეთვე სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი) მონაწილეობის უფლებას. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაციები აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.

4.(ამოღებულია - 06.08.2013, №917) .

5.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისთვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. 5​ 1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის: ა) 5%-ს – ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; ბ) 5%-ს – ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; გ) 1%-ს – აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; დ) 1%-ს – ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის. 5​ 2 . შესაბამის წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის 5​​ 1 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში.

5³.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ამ კანონის 52 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის განსაზღვროს ადგილების რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ისა.

6.ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის. [ 6 1 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის შესაბამის დონეს, ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენაში, ხოლო ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში იგი ვალდებულია ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.

6².თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.

6³.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყდა საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტოს.

6⁴.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა, აღუდგინოს ეს სტატუსი, თუ ამის შედეგად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობა არ გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი ადგილების ზღვრულ რაოდენობას.

6⁵.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 7. (ამოღებულია).

8.(ამოღებულია - 10.12.2025, №1198) .

9.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს.

9¹.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება, და ამ სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

10.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და 9 1 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული პირებისა.

11.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის 56 7 მუხლით გათვალისწინებულ ფილიალს. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2007 წლის 4 დეკემბრის კანონი №5533 - სსმ I, №43, 12.12.2007წ., მუხ.392 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 23.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3661– ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4163 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №597 – ვებგვერდი, 29.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1811  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 5 თებ. 2026
  3. 16 დეკ. 2025
  4. 29 მაი. 2025
წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 52¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

11
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
5
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 52²მუხლი 56⁷

მიუთითებენ მასზე

მუხლი 26მუხლი 46¹მუხლი 47³მუხლი 52¹მუხლი 86²მუხლი 89¹³მუხლი 89¹⁴მუხლი 89¹⁶მუხლი 89¹⁹მუხლი 90მუხლი 89¹⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 52¹უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი
  • 52²უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი
  • 4¹სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 98—
  • 52⁷—
  • 52⁹—

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 17უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული, დიპლომის მქონე პირის უფლებები
  • 15დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 24აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები
  • 32⁸სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით
  • 17აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი

თავდაცვის კოდექსი

  • 118სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52²52¹1356⁷2646¹47³86²89¹³89¹⁴89¹⁶89¹⁹9089¹⁸4¹52
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც ახლოსაა — მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026