1.საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსისა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2.გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.
3.გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.
4.ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობას ან ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსის დებულებებს. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.
5.საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების რეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან, გარდა:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;
ბ) გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში;
გ) საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულებისა, რომელიც შედის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში;
გ 1 ) კომერციული ბანკების ლიკვიდაციის თაობაზე დებულებებისა, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
დ) საბაჟო კანონმდებლობისა;
ე) კანონმდებლობისა მოსაკრებლების დაწესების თაობაზე;
ვ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა;
ზ) „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა.
7.თუ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმები, მაშინ გამოიყენება ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.
8.საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტი ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4526 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.91
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
გამორიცხავს თუ არა საგადასახადო ყადაღა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას?
შპს „ბ-ს“ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტას საგადასახადო ინსპექცია მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების ქონებას საგადასახადო ყადაღა ედო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ყადაღა თავისთავად არ კრძალავს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, ხოლო საგადასახადო ვალდებულებები გაკოტრების ტაბულაში შეიტანება. სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 419-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.
როდის შეიძლება საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი დავალიანების არარსებობის აღიარების დავაში?
შპს „კ“ მოითხოვდა გადაზიდვისა და სადგურის მომსახურების საფასურთან დაკავშირებული დავალიანების არარსებობის აღიარებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ დავალიანების არარსებობის აღიარების საკითხზე არსებობდა სასამართლო პრაქტიკა და არ დასტურდებოდა საქმის შედეგზე არსებითად მოქმედი საპროცესო დარღვევა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
რა პირობებით არის დასაშვები საკასაციო ინსტანციაში კერძო საჩივრის განხილვა გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ განჩინებასთან დაკავშირებით?
შპს-ის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ საწარმოს ზედავალიანების გამო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოება გახსნა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების წინააღმდეგ შეტანილი კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კერძო საჩივარში საკასაციო საფუძვლების მითითებასთან ერთად შესაბამისი სამართლებრივი ხარვეზი გასაჩივრებულ განჩინებაშიც უნდა არსებობდეს. სასამართლომ ასეთი ხარვეზი ვერ დაადგინა და კერძო საჩივარი სსსკ 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე დაუშვებლად ცნო და განუხილველად დატოვა.
შეუძლია თუ არა უზენაეს სასამართლოს განმარტოს უცხოური სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მან საქართველოში მხოლოდ ცნო და რომლის აღსრულებაც დაუშვა?
სასამართლო აღმასრულებელმა მოითხოვა განმარტება, მოიცავდა თუ არა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მიერ დამატებით მოთხოვნილ საგადასახადო დოკუმენტებს. ფურცელი გაიცა გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოში ცნობისა და აღსრულების შესახებ უზენაესი სასამართლოს ადრინდელი განჩინების საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილებას განმარტავს მისი გამომტანი სასამართლო იმ საკითხებზე, რომლებზეც საქმის განხილვისას იმსჯელა. ვინაიდან უზენაეს სასამართლოს დავა არსებითად არ განუხილავს და მხოლოდ უცხოური გადაწყვეტილება ცნო, მან აღმასრულებლის განცხადება არ დააკმაყოფილა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსისა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.3. გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობას ან ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსის დებულებებს. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.5. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.6. აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების რეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან, გარდა:ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;ბ) გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში;გ) საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულებისა, რომელიც შედის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში;გ 1 ) კომერციული ბანკების ლიკვიდაციის თაობაზე დებულებებისა, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით;დ) საბაჟო კანონმდებლობისა;ე) კანონმდებლობისა მოსაკრებლების დაწესების თაობაზე;ვ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა;ზ) „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა.7. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმები, მაშინ გამოიყენება ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.8. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტი ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4526 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.91საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306საქართველოს 2010 წლის23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 აპრ. 2010 – 1 იან. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 7
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
მე-2 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა გ¹ ქვეპუნქტი, რომელიც კომერციული ბანკების ლიკვიდაციის თაობაზე დებულებებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით აკუთვნებს ამ ჩამონათვალს.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008
· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2007
· გამოქვეყნდა 31 მარ. 2007
მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულება ახლა განისაზღვრება პრიორიტეტის მითითების გარეშე, ხოლო წყაროდ მითითებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების კანონის ნაცვლად.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
პირველ პუნქტში საგადასახადო კანონმდებლობის ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონის შესახებ.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგზაო მოძრაობის შესახ…ოფიციალური სტატისტიკის…მობილიზაციის შესახებ