1.საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესება, შეცვლა ან გაუქმება ხდება ამ კოდექსში სათანადო ცვლილებების ან/და დამატებების შეტანით.
2.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის ან/და ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
3.ადგილობრივი გადასახადების დაწესება ან დაწესებული ადგილობრივი გადასახადების გაუქმება ხდება ამ კოდექსში სათანადო ცვლილებების ან/და დამატებების შეტანით, ხოლო გადახდის პირობების შეცვლა ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმება – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით.
4.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
თავი II
საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესება, შეცვლა ან გაუქმება ხდება ამ კოდექსში სათანადო ცვლილებების ან/და დამატებების შეტანით.2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის ან/და ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.3. ადგილობრივი გადასახადების დაწესება ან დაწესებული ადგილობრივი გადასახადების გაუქმება ხდება ამ კოდექსში სათანადო ცვლილებების ან/და დამატებების შეტანით, ხოლო გადახდის პირობების შეცვლა ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმება – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით.4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86საქართველოს 2010 წლის23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26თავი IIსაგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 აპრ. 2010 – 1 იან. 2011ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
მე-2 პუნქტში დაზუსტდა, რომ ადგილობრივი გადასახადები შემოღებულია თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთით ან/და ცალკეული დარგებისა და საქმიანობის სახეების მიხედვით, კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
მე-4 პუნქტში ადგილობრივი გადასახადის შესახებ ინფორმაციის ადრესატი ახლა შემოსავლების სამსახურია დეპარტამენტის ნაცვლად.