საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსისა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2.გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.

3.გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.

4.ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობას ან ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსის დებულებებს. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.

5.საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების რეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან, გარდა: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში; ბ) გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში; გ) საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულებისა, რომელიც შედის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში; გ 1 ) კომერციული ბანკების ლიკვიდაციის თაობაზე დებულებებისა, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით; დ) საბაჟო კანონმდებლობისა; ე) კანონმდებლობისა მოსაკრებლების დაწესების თაობაზე; ვ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა; ზ) „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა.

7.თუ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმები, მაშინ გამოიყენება ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.

8.საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტი ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4526 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.91 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსისა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. 2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის. 3. გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები. 4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობას ან ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსის დებულებებს. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები. 5. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების რეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან, გარდა: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში; ბ) გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში; გ) საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულებისა, რომელიც შედის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში; გ 1 ) კომერციული ბანკების ლიკვიდაციის თაობაზე დებულებებისა, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით; დ) საბაჟო კანონმდებლობისა; ე) კანონმდებლობისა მოსაკრებლების დაწესების თაობაზე; ვ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა; ზ) „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა. 7. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმები, მაშინ გამოიყენება ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები. 8. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტი ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4526 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.91 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-2 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა გ¹ ქვეპუნქტი, რომელიც კომერციული ბანკების ლიკვიდაციის თაობაზე დებულებებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით აკუთვნებს ამ ჩამონათვალს.

  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  3. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008
  4. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008
  5. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2007
  6. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2007

    მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულება ახლა განისაზღვრება პრიორიტეტის მითითების გარეშე, ხოლო წყაროდ მითითებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების კანონის ნაცვლად.

  7. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    პირველ პუნქტში საგადასახადო კანონმდებლობის ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
267412195218368217332122
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგზაო მოძრაობის შესახ…ოფიციალური სტატისტიკის…მობილიზაციის შესახებ