Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 23

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 23. ურთიერთდამოკიდებული პირები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 19. ურთიერთდამოკიდებული პირები →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2.განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ – საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს ან მასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; ე) პირები არიან საწარმოს ფილიალები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ვ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; ზ) პირები ნათესავები არიან; თ) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

3.საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად მიიჩნევიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მე-2 შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

4.ნათესაობის განსაზღვრისას გერი დები (ძმები) გათანაბრებულნი არიან ღვიძლ დებთან (ძმებთან), ხოლო შვილად აყვანილნი – ღვიძლ შვილებთან. ამასთან, სამეურვეო ურთიერთობები გათანაბრებულია საოჯახო ერთობასთან (რომლის დროსაც პირები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, როგორც მშობლები და შვილები), რომელიც, თავის მხრივ, უთანაბრდება ნათესაურ ურთიერთობას. აღნიშნულ პირებს შორის საოჯახო ერთობის შეწყვეტა მხედველობაში არ მიიღება მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისას ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

5.ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების წილის 10%-ის ფლობას; შემთხვევას, როდესაც ერთი პირის მიერ წარმოების პროცესის წარმართვა ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მეორე პირის მიერ მიწოდებული ინტელექტუალური საკუთრებისა და ნოუ-ჰაუს გამოყენებით.

6.ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი მიჩნეულია წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ წილს ფლობს მისი ნათესავი.

7.ამ კოდექსის მიზნებისათვის ორი კომპანია მიიჩნევა ურთიერთდამოკიდებულად, თუ ერთ-ერთი მათგანი არის რეზიდენტი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში და ამ მუხლის შესაბამისად ვერ დაამტკიცებენ, რომ ისინი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალი განისაზღვ-რება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2010-12-07 · №69

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2009-07-24
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მშენებლობის ნებართ… 22მუხლი 22გადასახადების ადმი… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 19ურთიერთდამოკიდებული პირები
  • 126ცნებების მნიშვნელობა ამ თავის მიზნებისათვის
  • 37გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 14სამსახურის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 4—
  • 6—

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 62ინტერესთა კონფლიქტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 24ცნება. სახეები

მეწარმეთა შესახებ

  • 208ინტერესთა კონფლიქტი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22224224614191263750262220823
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…შემოსავლების სამსახური…დაზღვევის შესახებ